ფილიპინებზე ქოქოსის ღვინით ინტოქსიკაციის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
ფილიპინებზე ქოქოსის ღვინით 11 ადამიანი დაიღუპა და 300-ზე მეტი მოიწამლა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „რეიტერი“ ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მოწამლულთა უმეტესობა მალინას სამხრეთით მდებარე ორი პროვინციიდანაა. ეს სასმელი ამ რეგიონში განსაკუთრებით პოპულარულია წინასაშობაო პერიოდში.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორი მოწამლულის მდგომარეობა გაუმჯობესდა. მომხდართან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტრომ მოკვლევა დაიწყო.