ფილიპინებზე ქოქოსის ღვინით ინტოქსიკაციის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა

09:24, 23.12.2019

ფილიპინებზე ქოქოსის ღვინით 11 ადამიანი დაიღუპა და 300-ზე მეტი მოიწამლა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „რეიტერი“ ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მოწამლულთა უმეტესობა მალინას სამხრეთით მდებარე ორი პროვინციიდანაა. ეს სასმელი ამ რეგიონში განსაკუთრებით პოპულარულია წინასაშობაო პერიოდში.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორი მოწამლულის მდგომარეობა გაუმჯობესდა. მომხდართან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტრომ მოკვლევა დაიწყო.

მსგავსი