ფილიპინებზე, ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ით 14 ადამიანი დაიღუპა, 272 კი ინფიცირდა.
ეს ფილიპინებზე ერთ დღეში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
საერთო ჯამში, ქვეყანაში ვირუსით 1075 ადამიანია ინფიცირებული, გარდაცვლილია 68.
ამ ეტაპზე ვირუსისგან 35 ადამიანია გამოჯანმრთელებული.