ფილიპინებზე, ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ით 14 ადამიანი დაიღუპა
ფილიპინებზე, ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ით 14 ადამიანი დაიღუპა

ფილიპინებზე, ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ით 14 ადამიანი დაიღუპა, 272 კი ინფიცირდა.

ეს ფილიპინებზე ერთ დღეში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

საერთო ჯამში, ქვეყანაში ვირუსით 1075 ადამიანია ინფიცირებული, გარდაცვლილია 68.

ამ ეტაპზე ვირუსისგან 35 ადამიანია გამოჯანმრთელებული.

დატოვე კომენტარი