„ფენერბახჩემ“ ლა ლიგას მეორე ბომბარდირი შეიძინა #1TVSPORT
„ფენერბახჩემ“ ლა ლიგას მეორე ბომბარდირი შეიძინა #1TVSPORT

„მალიორკას“ ფორვარდმა ვედათ მურიკიმ შეთანხმებას მიაღწია თურქულ „ფენერბახჩესთან“. ამის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა სტამბოლურის კლუბის პრესსამსახურმა. ფეხბურთელი უკვე ჩავიდა თურქეთში სამედიცინო შემოწმებისთვის და კონტრაქტის გასაფორმებლად.

2025-26 წლების სეზონში მურიკი 23 გოლით ლა ლიგას მეორე ბომბარდირი გახდა. ის მხოლოდ „რეალის“ ფორვარდს კილიან მბაპეს (25 გოლი) ჩამორჩა.

ჩემპიონატის შედეგების მიხედვით, „მალიორკა“ სეგუნდა დივიზიონში გავარდა.