დეშამი ლეგენდარულ მწვრთნელებს გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია #1TVSPORT
დეშამი ლეგენდარულ მწვრთნელებს გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია #1TVSPORT

მსოფლიო ჩემპიონატის I ჯგუფის შეხვედრაში, სადაც საფრანგეთმა სენეგალი 3:1 დაამარცხა, რამდენიმე საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა.

კილიან მბაპემ ორი გოლი გაიტანა, რითაც საფრანგეთმა გახსნით მატჩში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. ამავე დროს, კაპიტანს ნაკრებში 58 გოლი დაუგროვდა და საფრანგეთის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

თუმცა, ფიფა-ს ჟიურიმ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ფრანგების და მიუნხენის „ბაიერნის“ შემტევი მაიკლ ოლისე დაასახელა, რომელმაც ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.

მბაპეს შემდეგი მიზანი მიროსლავ კლოზეს რეკორდის დამხობაა. გერმანელს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ტურნირში ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი – 16. მბაპეს – 14.

ეს იყო დიდიე დეშამის მე-20 მატჩი მსოფლიო ჩემპიონატზე მთავარი მწვრთნელის რანგში, რითაც ის ბორა მილუტინოვიჩს, ოსკარ ტაბარესსა და მარიო ზაგალოს გაუთანაბრდა. მუნდიალზე მხოლოდ სამ მწვრთნელს აქვს მასზე მეტი მატჩი გამართული.