ფეისბუქის შემდეგ, რუსეთში ტვიტერიც დაბლოკეს
ფეისბუქის შემდეგ, რუსეთში ტვიტერიც დაბლოკეს

ფეისბუქის შემდეგ, რუსეთმა საკუთარ ტერიტორიაზე ტვიტერიც დაბლოკა. ამის შესახებ გამოცემა „ფორბსი“ რუსულ „ინტერფაქსზე“ დაყრდნობით იუწყება. ამ უკანასკნელის ცნობით, რუსეთის ტერიტორიაზე ტვიტერზე წვდომა გენერალური პროკურატურის მიერ 24 თებერვლით დათარიღებული მოთხოვნის საფუძველზე შეიზღუდა.

გამოცემა „გარდიანი“ კი რუსეთის ახალი ამბების სახელმწიფო სააგენტო „რია ნოვოსტიზე“ დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის კომუნიკაციების მარეგულირებელმა სააგენტო როსკომანდზორმა ტვიტერზე წვდომა შეზღუდა.

ფეისბუქის დაბლოკვის მიზეზად როსკომანდზორი ასახელებს „ფეისბუქის მიერ რუსული მედიისა და საინფორმაციო წყაროების დისკრიმინაციის“ 26 შემთხვევას 2020 წლის ოქტომბრის შემდეგ. იქვე ახსენებს ცოტა ხნის წინ ფეისბუქის მიერ რუსეთის სახელმწიფო მედიისთვის დაწესებულ შეზღუდვებს.

უკრაინაში შეჭრის შემდეგ, პუტინის რეჟიმი განუწყვეტლივ ემუქრება მედიასაშუალებებს, რომლებიც ომის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებენ. დაგეგმილია ვიკიპედიის დაბლოკვაც.

რუსეთის საკანონმდებლო ორგანომ გამოსცა ახალი კანონი ქვეყნის შეიარაღებული ძალების შესახებ „ფეიკ ნიუსების“ გავრცელების წინააღმდეგ; კანონი 15 წლით პატიმრობას ითვალისწინებს.