„ევროპული საქართველო“ ფრაქციის სხდომაზე მაია ბითაძისა და მამუკა მუმლაძის მისვლას ითხოვს
საკრებულოს ფრაქცია „ევროპული საქართველო-თბილისი“ ფრაქციის სხდომაზე თბილისის მერის მოადგილის, მაია ბითაძისა და მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის, მამუკა მუმლაძის მისვლას ითხოვს.
სხდომაზე ფრაქციის წევრებს სურვილი აქვთ, მერიის მაღალჩინოსნებმა მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით კითხვებს პასუხი გასცენ.
ფრაქციის თავმჯდომარის, გოკა გაბაშვილის თქმით, საზოგადოებას ბევრი შეკითხვა აქვს მშენებლობასთან და სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით. მისივე განცხადებით, აუცილებელია დამნაშავეების დასჯა.
როგორც გაბაშვილმა განაცხადა, „ევროპული საქართველო“ ამ კუთხით თანამშრომლობას სხვა ფრაქციებთანაც აპირებს.