„ევროპის უნივერსიტეტი“ და საფრანგეთის საელჩო მართავენ სამეცნიერო კონფერენციას „საერთაშორისო სამართალი ომის პირისპირ“
სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ „ევროპის უნივერსიტეტის“ სამართლის ინსტიტუტი, საქართველოში საფრანგეთის საელჩოსთან თანაორგანიზებით, მე-7 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას მართავს.
კონფერენცია სახელწოდებით – „საერთაშორისო სამართალი ომის პირისპირ“ თანამედროვე საერთაშორისო სამართლის ყველაზე აქტუალურ თემას, უკრაინაში ომის მიმდინარეობას და მის საერთაშორისო სამართლებრივ შეფასებას ეძღვნება.
საქართველოში საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი აცხადებს, რომ კონფერენცია დროულია იმ ფონზე, როდესაც ომი მიმდინარეობს უკრაინაში.
„ძალიან საინტერესო კონფერენცია გვაქვს საერთაშორისო სამართალზე იმ დროს, როდესაც ომი მიმდინარეობს. ძალიან მნიშვნელოვანი და დროულია ეს კონფერენცია, რადგან ვხედავთ საერთაშორისო სამართლის მნიშვნელოვან დარღვევას ახლა ორ დონეზე. პირველი არის ძალის გამოყენების უფლება, რომელიც უხეშად არის დარღვეული რუსეთის და ბელარუსის მიერ უკრაინის წინააღმდეგ. ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ ჩადენილია დანაშაულები საომარი ოპერაციის მიმდინარეობისას, როგორიცაა ბუჩაში და სხვა ადგილებში ჩადენილი ენით აღუწერელი დანაშაულები. არის მნიშვნელოვანი დარღვევები და ახლა არის ჭეშმარიტების დრო საერთაშორისო სამართლისთვის. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის პრობლემა და სწორედ ამიტომ, საფრანგეთი მონაწილეობის სამართლებრივ განზომილებაში უკრაინის დასახმარებლად. უკრაინაში გავგზავნეთ სასამართლო ექსპერტიზის ჯგუფი, გადავეცით ლაბორატორია. სწორედ ამიტომ ვმართავთ ამ კონფერენციას. საქართველომ 2008 წლის შემდეგ საერთაშორისო სამართლის საქართველომ ყველაზე მეტი გააკეთა საერთაშორისო სამართლის დარღვევის დაგმობაში და ჰყავს ძალიან კარგი ექსპერტები. ჩვენ საფრანგეთში ასევე გვყავს კარგი ექსპერტები“, – აღნიშნა საფრანგეთის ელჩმა.