დიეგო კოლასი - მნიშვნელოვანია, ყველა პოლიტიკურმა ძალამ ენერგია გააერთიანოს, ვიმედოვნებ, ისინი იპოვიან გზებს პარლამენტში ერთად მუშაობისთვის
დიეგო კოლასი - მნიშვნელოვანია, ყველა პოლიტიკურმა ძალამ ენერგია გააერთიანოს, ვიმედოვნებ, ისინი იპოვიან გზებს პარლამენტში ერთად მუშაობისთვის

საქართველოში საფრანგეთის ელჩის დიეგო კოლასის განცხადებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ელჩების შეხევდრა ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო.

დიაგო კოლასის თქმით, მხარს უჭერენ რეფორმების პროცესს ევროკავშირთან საქართველოს დაახლოების გზაზე. ელჩის განმარტებით, დღეს შედგა შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან იმ პროცესზე, რომელიც მიმდინარეობს საკანონმდებლო ირგანოში, რომ რეფორმები იყოს შემუშავებული და მიღებული.

დიეგო კოლასი ამბობს, რომ იმედი აქვს, პოლიტიკური ძალები იპოვიან გზებს პარლამენტში ერთად მუშაობისთვის.

„ზოგადად, ჩვენი პოლიტიკა საქართველოში არის საქართველოს მხარდაჭერა და მუშაობა პროცესში, რომელიც გულისხმობს საქართველოს ტრანსფორმაციას ევროპულ ქვეყნად, რომ საქართველო ისე დაუახლოვდეს ევროკავშირს, როგორც არასდროს ყოფილა. შესაბამისად, ჩვენ მხარს ვუჭერთ რეფორმების პროცესს, რომ ეს ყველაფერი შესაძლებელი გახდეს. დღეს გვქონდა საინტერესო შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარე პაპუაშვილთან იმ პროცესზე, რომელიც მიმდინარეობს პარლამენტში, რომ რეფორმები იყოს შემუშავებული და მიღებული. ძალიან კარგი, ყოვლისმომცველი შეხვედრა გვქონდა და რაც ასევე კარგია ამ პროცესისთვის, რომ პროცესი შეძლებისდაგვარად ინკლუზიური იყოს. ვეთანხმები თავმჯდომარე პაპუაშვილს, რომ პარლამენტი არის პოლიტიკური კონსენსუსის შექმნის ადგილი. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა პოლიტიკურმა ძალამ ენერგია გააერთიანოს, ვიდრე გაფანტოს და ვიმედოვნებ, რომ ისინი იპოვიან გზებს პარლამენტში ერთად მუშაობისთვის.

მნიშვნელოვანია, რომ ამ მთავარ საპარლამენტო პროცესს, რომელიც მინდინარეობს, შეეძლოს, უზრუნველყოს საკუთარი მოსაზრება, საკუთარი შთაგონება იდეების ფართო სპექტრიდან. მაგრამ ეს არის პროპორციული სამუშაო ენერგიების გასაერთიანებლად და არა გასაყოფად. ჩენი პოლიტიკა არის საქართველოს მხარდაჭერა, რომელიც მიმართულია ევროკავშირისკენ და რეფორმების პროცესისკენ. შეხვედრაზე ჩვენ დავინახეთ ერთგულება რეფორმების განხორციელების მიმართ. ვფიქრობ, ჩვენ ამ მიმართულებით მივდივართ და სწორედ ამის დანახვა გვსურს. რიტორიკა ზოგჯერ შემაშფოთებელი და დასანანია. მნიშვნელოვანია, არის თუ არა პროცესი და ვხედავთ თუ არა პროგრესს და ვიმედოვნებ, რომ ჩვენ გვექნება პოზიტიური დინამიკა. რაც შეეხება დეოლიგარქიზაციას, მე ვნახე ბევრი მოსაზრება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მხრიდან ამ საკითხზე. სხვადასხვა კრიტერიუმზე მუშაობა გააძლიერებს დემოკრატიას და საქართველოს ინსტიტუტებს. ეს თავისთავად გახდის შესაძლებელს მეტი პროგრესის მიღწევას პოლიტიკაზე გადაჭარბებული გავლენის საკითხებზე“, – განაცხადა დიეგო კოლასმა.

დატოვე კომენტარი