ზურაბ აზარაშვილი დიეგო კოლასს შეხვდა
ზურაბ აზარაშვილი დიეგო კოლასს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი საფრანგეთის ელჩს შეხვდა.

ზურაბ აზარაშვილმა და დიეგო კოლასმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებსა და საერთო პროექტებზე ისაუბრეს. მხარეებმა, საქართველოში სოციალური კოდექსის შესაქმნელად მიმდინარე სამუშაო პროცესი შეაფასეს და ამ მიმართულებით განსახორციელებელი აქტივობები განიხილეს.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს სოციალური სისტემების გაძლიერებასა და ადამიანური კაპიტალის განვითარების პროგრამაზე. ჯანდაცვის მინისტრმა და საფრანგეთის ელჩმა, შეხვედრაზე, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივაც განიხილეს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები.

ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.