ფუტსალის ლიგაში ორი ლიდერია #1TVSPORT
ფუტსალის ლიგაში ორი ლიდერია #1TVSPORT

ფუტსალის ლიგაში მეორე წრის თამაშები დაიწყო. მე-8 ტური საკმაოდ უხვგოლიანი გამოდგა, სამ მატჩში 13 გოლი გავიდა, ე.ი საშუალოდ 4,3 გოლი თამაშში. თუმცა, ეს ერთი მატჩის ხარჯზე მოხდა.

ილიაუნი – თსუ 1:1

„ილიაუნი“ თსუ-სთან ომარ ასაშვილის გოლით მესამე წუთზე დაწინაურდა, მაგრამ შემდეგ ორჯერ პენალტი ვერ გამოიყენა, 35-ე წუთზე კი თსუ-მ ბორის ესებუას გოლით თამაში გადაარჩინა.

ევროპის უნივერსიტეტი – ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი 0:3

მოქმედმა ჩემპიონმა „ნიუ ვიჟენმა“ (ადრინდელი „თელასი“) ლიგის დებიუტანტი „ვეროპის უნივერსიტეტი“ დამაჯერებლად დაამარცხა – გოლები ვახტანგ კეკელიას (15), ირაკლი თოდუას (33) და გიორგი ქურდაძის (38) ანგარიშზეა.

არმია – პსპ 3:5

ყველაზე უხვგოლიან შეხვედრაში ჩემპიონატის ლიდერმა „პე-ეს-პე-მ“ „არმიას“ მოუგო. ბესიკ არველაძის გუნდიდან დუბლი ლევან სვანიძემ (4, 10) და ნიკა კურტანიძემ (20, 22) შეასრულეს, ერთიც მელტონ ახალაიას (21) ანგარიშზეა. „არმიიდან“ თავი გიგა ბერაიამ (16), ამირან ცხომარიამ (20) და ოთარ ბერეჩიკიძემ (23) გამოიჩინეს.

ფუტსალის ლიგის მერვე ტურის ბოლო შეხვედრა ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიმართება – „ქუთაისი“ კსუ-ს უმასპინძლებს, რომელსაც თსუ-ს ფრეს შემდეგ მესამე ადგილზე დაწინაურების შანსი გაუჩნდა.

ფუტსალის ლიგის სატურნირო ცხრილი

1 პსპ 19

2 ნიუ ვიჟენი 19

3 თსუ 16

4 კსუ 14

5 არმია 10

6 ილიაუნი 8

7 ევროუნი 3

8 ქუთაისი 0