„ევროპის უნივერსიტეტმა“ ნიდერლანდებში აღიარება მოიპოვა
„ევროპის უნივერსიტეტმა“ ნიდერლანდებში აღიარება მოიპოვა

„ევროპის უნივერსიტეტი“ ნიდერლანდებში აღიარებული უცხოური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება გახდა.

„ევროპის უნივერსიტეტის“ ცნობით, ინფორმაცია ნიდერლანდების განათლების, კულტურისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

მათივე განმარტებით, აღნიშნული აღიარება „ევროპის უნივერსიტეტის“ კურსდამთავრებულს აძლევს შესაძლებლობას, გარკვეული პროცედურების გავლის შემდეგ სწავლა გააგრძელოს ან დასაქმდეს ნიდერლანდებში.