ევროპის მაუწყებელთა კავშირი ჟურნალისტებზე თავდასხმას ეხმაურება და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მედიისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემო უზრუნველყოს
ევროპის მაუწყებელთა კავშირი ჟურნალისტებზე თავდასხმას ეხმაურება და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მედიისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემო უზრუნველყოს

ევროპის მაუწყებელთა კავშირი (EBU) თბილისში დღეს გამართულ აქციაზე ჟურნალისტებზე თავდასხმას ეხმაურება და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს მედიისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემო.

სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოქვეყნებულ შესაბამის განცხადებას ევროპის მაუწყებელთა კავშირი თან ურთავს საქართველოს პირველი არხის მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომელშიც ჟურნალისტებზე ძალადობას გმობს.

„ჟურნალისტებს, რომლებიც თბილისში პრაიდის საწინააღმდეგო დემონსტრაციებს აშუქებდნენ, თავს დაესხნენ მომიტინგეები, ჰოსპიტალიზებულია საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორი. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ძალადობას და მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს უსაფრთხო სამუშაო გარემო ყველა მედიასაშუალებისთვის“, – ნათქვამია ევროპის მაწუყებელთა კავშირის განცხადებაში.