პირველი არხის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი ევროპის მაუწყებელთა კავშირის „საამაყო წევრად“ დასახელდა
პირველი არხის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი ევროპის მაუწყებელთა კავშირის „საამაყო წევრად“ დასახელდა

ევროპის მაუწყებელთა კავშირის ახალი ამბების ასამბლეაზე, რომელიც 22-23 ნოემბერს თბილისში იმართება, პირველი არხის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი ევროპის მაუწყებელთა კავშირის „საამაყო წევრად“ დასახელდა.

თინათინ ბერძენიშვილი ევროპის მაუწყებელთა კავშირის რამდენიმე კომიტეტის წევრია, მათ შორის, არის გენდერული თანასწორობის ჯგუფის ხელმძღვანელი, მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა გენდერული თანასწორობის გზამკვლევი, რომელზეც 11 ქვეყნის წარმომადგენლისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფი მუშაობდა.

ახალი ამბების ასამბლეა მასშტაბითა და მნიშვნელობით ევროპის მაუწყებელთა კავშირის განსაკუთრებული ღონისძიებაა, რომელიც ყოველწლიურად იმართება.

2023 წლის ახალი ამბების ასამბლეას ევროპის წამყვანი საზოგადოებრივი მაუწყებლების ხელმძღვანელები და ევროპის მაუწყებელთა კავშირის გენერალური დირექტორი ნოელ კურანი ესწრება.