გიორგი გვიმრაძე ევროპის მაუწყებელთა კავშირის ახალი ამბების კომიტეტის წევრად აირჩიეს

13:43, 23.11.2023

საქართველოს პირველი არხის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორი გიორგი გვიმრაძე ევროპის მაუწყებელთა კავშირის ახალი ამბების კომიტეტის წევრად აირჩიეს.

გადაწყვეტილება ევროპის მაუწყებელთა კავშირის ახალი ამბების ასამბლეაზე მიიღეს, რომელიც 22-23 ნოემბერს თბილისში იმართება.

ახალი ამბების ასამბლეა მასშტაბითა და მნიშვნელობით ევროპის მაუწყებელთა კავშირის განსაკუთრებული ღონისძიებაა, რომელიც ყოველწლიურად ტარდება.

ევროპის მაუწყებელთა კავშირის 2023 წლის ახალი ამბების ასამბლეა თბილისში იმართება და მას საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი მასპინძლობს. რიგით მე-18 ასამბლეა „რადისონ ბლუ ივერიას“ საკონფერენციო დარბაზში გუშინ გაიხსნა და მას EBU-ს წევრი 47 ქვეყნის 100-ზე მეტი დელეგატი ესწრება.

მსგავსი