„ევროაქტივი“ - ლუქსემბურგის კოსმოსური კომპანია ეჭვმიტანილია რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერისთვის“ სატელიტური ფოტოების მიწოდებაში
ლუქსემბურგის კოსმოსური კომპანია „ვაგნერისთვის“ სატელიტური ფოტოების მიწოდებაშია ეჭვმიტანილი. გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია „სფეისთი ლუქსემბურგ ესეიმ“ რუს სამხედროებს მასალა, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის იანვარში გადასცა.
კომპანიის წინააღმდეგ სარჩელი ლუქსემბურგის ეკონომიკის სამინისტრომ და საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტრომ შეიტანეს.
„მიიჩნევა, რომ კომპანია არღვევს ევროკავშირის სანქციებს და 2018 წლის 27 ივნისის კანონს ექსპორტის კონტროლის შესახებ“, – წერს „ევროაქტივი.“
ლუქსემბურგის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ინსტიტუტმა და ლუქსემბურგის უნივერსიტეტმა „სფეისთი ლუქსემბურგ ესეიმთან“ თანამშრომლობა ოფიციალურად შეაჩერეს. თავად კომპანია ყველა ბრალდებას უარყოფს.