ქსავიე ბეტელი - როდესაც უნგრეთი გახდა ევროკავშირის წევრი, ჩვენ რომ დაგვესვა კითხვები, იყო თუ არა საკმარისად მდიდარი, შესაძლოა, დღეს წევრი არ ყოფილიყო
ქსავიე ბეტელი - როდესაც უნგრეთი გახდა ევროკავშირის წევრი, ჩვენ რომ დაგვესვა კითხვები, იყო თუ არა საკმარისად მდიდარი, შესაძლოა, დღეს წევრი არ ყოფილიყო

ყველამ უნდა იცოდეს საკუთარი ისტორია, როდესაც უნგრეთი გახდა წევრი, ჩვენ რომ დაგვესვა კითხვები, იყო თუ არა უნგრეთი საკმარისად მდიდარი ევროკავშირის წევრობისთვის, შესაძლოა, დღეს წევრი არ ყოფილიყო, ასე რომ, სოლიდარობის საკითხია, რომ დაინახო პარტნიორების პოტენციალი და დემოკრატიული ღირებულებები, – ამის შესახებ ლუქსემბურგის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრმა, ქსავიე ბეტელმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის არსებობს წესები და ყველა ამ წესებს უნდა მიჰყვეს.

„არ ვისურვებდი, მხოლოდ ერთი ქვეყნის ამორჩევას, ფაქტია, რომ ამჟამად ჩვენ გვყავს მოლდოვა და უკრაინა, ერთი მხრივ, და საქართველო, თუმცა ასევე ჩვენ გვყავს ბალკანეთის ქვეყნები. საჭიროა კოპენჰაგენის კრიტერიუმების პატივისცემა, რაც ყოველთვის არის საყრდენი. ველოდები, რადგან, როგორც იცით, ჯერ კიდევ გრძელდება დისკუსია. ევროკომისიამ გადაწყვეტილება დღეს უნდა ჩაიტანოს სტრასბურგში და ეს დასკვნები ასევე უნდა მოისმინონ დედაქალაქებში. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება მხოლოდ ორ ქვეყანას არ სურს, ბალკანეთის ქვეყნებმა ბოლო წლებში ასევე გასწიეს დიდი ძალისხმევა. იმის წარმოდგენა, რაც უკრაინამ გააკეთა ბოლო წლებში, განსაკუთრებით ბოლო თვეებში, იმ პირობებში, რომლებშიც ისინი ცხოვრებენ, ვფიქრობ გასაოცარია. ჩვენ სათანადოდ უნდა შევაფასოთ ეს. ჩვენ არ ვეწინააღმდეგებით გაფართოებას“, – განაცხადა ბეტელმა.

ქსავიე ბეტელის განცვხადებით, ლუქსემბურგი არ არის გაფართოების წინააღმდეგი.

„მე არ მინდა, ვიყო პროვოკაციული, თუმცა ზოგიერთი ქვეყანა ამბობს, რომ ჩვენ არ შეგვიძლია გაფართოება, რადგან ეს ზედმეტად ძვირი დაგვიჯდება, უბრალოდ, მინდა, შევახსენო, რომ ის ქვეყნები, რომლებიც ამას ამტკიცებენ, შესაძლოა, დღეს არ ყოფილიყვნენ ევროკავშირის წევრები, ჩვენ რომ იმავენაირად გვეფიქრა მაშინ, როდესაც ისინი იყვნენ კანდიდატები. ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. ყველამ უნდა იცოდეს საკუთარი ისტორია. როდესაც უნგრეთი გახდა წევრი, ჩვენ რომ დაგვესვა კითხვები, იყო თუ არა უნგრეთი საკმარისად მდიდარი ევროკავშირის წევრობისთვის, შესაძლოა, უნგრეთი დღეს წევრი არ ყოფილიყო. ასე რომ, ეს არის სოლიდარობის საკითხი, რათა დაინახო პარტნიორების პოტენციალი და დემოკრატიული ღირებულებები, თუმცა ჩვენ არ ვართ მაღაზიაში, რომ ვთქვათ – თქვენ გვაძლევთ, ჩვენ ვიღებთ და ჩვენ არ ვადგენთ ფასს. არსებობს წესები და ჩვენ ამ წესებს უნდა მივყვეთ. თუ იქნება ვეტო, მე მინდა, რომ გავიგო, რატომ გამოიყენეს ვეტო, ის უნდა იყოს გამართლებული. მე ჯერ კიდევ ველოდები რეალურ მიზეზებს და არა სხვა მიზეზებს“, – განაცხადა ბეტელმა.