ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ვიქტორ ორბანის მიერ პუტინისთვის ხელის ჩამორთმევა უკრაინელებისთვის შუა თითის ჩვენებაა
ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ვიქტორ ორბანის მიერ პუტინისთვის ხელის ჩამორთმევა უკრაინელებისთვის შუა თითის ჩვენებაა

ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრი ქსავიე ბეტელი აცხადებს, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მიერ რუსეთის პრეზიდენტისთვის, ვლადიმერ პუტინისთვის ხელის ჩამორთმევა არის უკრაინელებისთვის შუა თითის ჩვენება. ამის შესახებ ბეტელმა ევროკავშირის სამიტზე მისვლისას უნგრეთის შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხად განაცხადა.

„უნდა გითხრათ, რომ რაც გუშინ ვთქვი, კვლავ სიმართლეა – ის, რაც ორბანმა გააკეთა პუტინთან, არის შუა თითის ჩვენება ყველა სამხედროსთვის, ყველა უკრაინელისთვის, რომლებიც ყოველდღიურად იღუპებიან და იტანჯებიან რუსეთის თავდასხმების გამო“, – განაცხადა ლუქსემბურგის პრემიერმა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე უნგრეთის ლიდერი რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის გამო გააკრიტიკა ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ.