საქართველოსა და ლუქსემბურგის მატჩის დაწყებამდე „დინამო არენაზე“ ილია თოფურია საჩემპიონო ქამარს წარადგენს #1TVSPORT
საქართველოსა და ლუქსემბურგის მატჩის დაწყებამდე „დინამო არენაზე“ ილია თოფურია საჩემპიონო ქამარს წარადგენს #1TVSPORT

UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია საქართველოსა და ლუქსემბურგის უმნიშვნელოვანესი მატჩის დაწყებამდე, 20:45 საათზე საჩემპიონო ქამარს „დინამო არენაზე“ შეკრებილი მაყურებლების წინაშე წარადგენს.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია UFC-ის ქვემსუბუქი წონის ახალი ჩემპიონია. ქამრისთვის ბრძოლაში 27 წლის ქართველმა ლეგენდარული ავსტრალიელი მებრძოლი ალექსანდერ ვოლკანოვსკი ნოკაუტით დაამარცხა.

„21 მარტს, საქართველო – ლუქსემბურგის მატჩის დაწყებამდე UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია „დინამო არენაზე“ საჩემპიონო ქამარს წარადგენს. ღონისძიება 20:45 საათზე დაიწყება. ილია თოფურია საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოწვევით ეწვია. ერთად შევხვდეთ ჩემპიონს!“ – ნათქვამია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ მანამდე, 26 თებერვალს ქართველმა მებრძოლმა მადრიდის „რეალის“ არენაზე, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ფეხბურთისა და შერეული ორთაბრძოლების უამრავი გულშემატკივრის წინაშეც წარადგინა UFC-ის ქამარი.