ბრიტანეთის დაზვერვა ადასტურებს, რომ „ვაგნერის“ დაქირავებულმა ჯარისკაცებმა უკრაინაში განლაგება დაიწყეს
ბრიტანეთის დაზვერვა ადასტურებს, რომ „ვაგნერის“ ჯგუფის დაქირავებულმა ჯარისკაცებმა უკრაინაში განლაგება დაიწყეს.
ბრიტანული დაზვერვის განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ვაგნერის“ ჯარისკაცები ბრუნდებიან როგორც ინდივიდუალურად, ისე მცირე ჯგუფებში, რომლებიც იბრძვიან უკრაინის წინააღმდეგ სხვადასხვა პრორუსული შენაერთების მხარეს.
„გადანაწილებული პერსონალის ზუსტი სტატუსი გაურკვეველია, მაგრამ, სავარაუდოა, რომ პირები გადაიყვანეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ძალების ნაწილებში“, – ნათქვამია ბრიტანეთის დაზვერვის ანგარიშში.
ბრიტანეთის დაზვერვის დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ „ვაგნერელები“ კონცენტრირებულნი არიან დონეცკის ოლქში, ბახმუტის რაიონში და ვარაუდობენ, რომ ამ სექტორში მათი გამოცდილება სასარგებლო იქნება რუსი ოკუპანტებისთვის, რადგან ბევრი მათგანი იცნობს ამჟამინდელ ფრონტის ხაზს და ადგილობრივ უკრაინულ ტაქტიკას.
ცნობისთვის, უკრაინის აღმოსავლეთის ძალების ჯგუფის წარმომადგენელმა, ილია ევლაშმა განაცხადა, რომ ბელარუსში მყოფმა „ვაგნერის“ ყოფილმა დაქირავებულმა ჯარისკაცებმა კონტრაქტი გააფორმეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან და გადავიდნენ უკრაინის ფრონტზე აღმოსავლეთის მიმართულებით.
Latest Defence Intelligence update on the situation in Ukraine – 29 September 2023.
Find out more about Defence Intelligence’s use of language: https://t.co/SD77dxyh9d
🇺🇦 #StandWithUkraine 🇺🇦 pic.twitter.com/FOtd1rKetU
— Ministry of Defence 🇬🇧 (@DefenceHQ) September 29, 2023