ესპანეთის პრემიერი - სირიაში სარაკეტო იერიში ასადის მთავრობის სისასტიკეზე დროული და ლეგიტიმური პასუხი იყო
ესპანეთის მთავრობა სირიის რეჟიმის წინააღმდეგ აშშ-ის, საფრანგეთისა და გაერთიანებული სამეფოს მიერ განხორციელებულ ერთობლივ ავიაიერიშს დადებითად აფასებს. პრემიერ-მინისტრმა მარიანო რახოიმ აღნიშნა, რომ სამხედრო პასუხი კანონის ფარგლებშია გაცემული.
„სირიის ომში ვხედავთ საზარელ სისასტიკეს, ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტებს, რომლებიც უპასუხოდ ვერ დარჩებოდა. ეს იყო დროული და ლეგიტიმური პასუხი იმ სისასტიკეზე, რასაც სირიის მთავრობა ახორციელებს“, – განაცხადა რახოიმ.
შეგახსენებთ, სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების საპასუხოდ აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა რამდენიმე საათის წინ სირიაზე დარტყმები განახორციელეს.