ერევანში, რესპუბლიკის მოედანზე მომიტინგეებთან სომხეთის პრეზიდენტი მივიდა
ერევანში, რესპუბლიკის მოედანზე მომიტინგეებთან სომხეთის პრეზიდენტი მივიდა

ერევანში, რესპუბლიკის მოედანზე მომიტინგეებთან სომხეთის პრეზიდენტი მივიდა. ამის შესახებ ადგილიდან პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

არმენ სარგსიანს აქციის მონაწილეები შეძახილებით შეხვდნენ. პრეზიდენტი ოპოზიციონერ ნიკოლა ფაშინიანს გაესაუბრა.

ოპოზიციონერსა და პრეზიდენტს შორის საუბრის დეტალები ჟურნალისტებისთვის უცნობი დარჩა, თუმცა კითხვაზე, აქვს თუ არა მომავალი მოლაპარაკებებს, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამას იმედოვნებს. სხვა კითხვებისთვის არმენ სარგსიანს არ უპასუხია.

რესპუბლიკის მოედანზე მიტინგი რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. მომიტინგეები პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე სერჟ სარგსიანის დანიშვნას აპროტესტებენ.

ამასთან, დღეს სომხეთის პრეზიდენტმა ოპოზიციონერ დეპუტატ ნიკოლა ფაშინიანთან შეხვედრის მზადყოფნა გამოთქვა.

ადგილობრივმა შს სამინისტრომ უკვე დაადასტურა, რომ ცხრადღიანი პროტესტის შედეგად 200-მდე ადამიანია დაკავებული, თუმცა რამდენი ადამიანი გათავისუფლებული, ამ დროისთვის, უწყებას აღნიშნული ინფორმაცია არ გაუვრცელებია.