სალომე ზურაბიშვილი სომხეთის პრეზიდენტს, არმენ სარგსიანს ვიდეოზარის საშუალებით ესაუბრა
სალომე ზურაბიშვილი სომხეთის პრეზიდენტს, არმენ სარგსიანს ვიდეოზარის საშუალებით ესაუბრა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სომხეთის პრეზიდენტს, არმენ სარგსიანს ვიდეოზარის საშუალებით ესაუბრა.

საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, პრეზიდენტებმა ერთმანეთს საქართველოსა და სომხეთში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარება გააცნეს და იმ კონკრეტულ ღონისძიებებზე ისაუბრეს, რომელიც ვირუსის გავრცელების პრევენციის მიმართულებით ტარდება. საუბრისას აღინიშნა, რომ შექმნილ მძიმე კრიზისულ ვითარებაში მნიშვნელოვანია მჭიდრო რეგიონული თანამშრომლობა და სოლიდარული მიდგომები. ხაზგასმით აღნიშნა რეგიონში მსგავსი ტიპის თანამშრომლობის მზაობის მნიშვნელობა.

პრეზიდენტებმა განიხილეს ასევე, კორონავირუსის პოსტკრიზისულ პერიოდისათვის მზადების საკითხები, საჭიროებები და ქვეყნების წინაშე არსებული გამოწვევების გამკლავების გზები.