ერევანში დემონსტრანტები პოლიციას მოუწოდებენ, აქციას შეუერთდნენ [ფოტო]
ერევანში დემონსტრანტები პოლიციას მოუწოდებენ, აქციას შეუერთდნენ [ფოტო]

ერევანში დემონსტრანტები პოლიციას მოუწოდებენ, აქციას შეუერთდნენ, – ამ წუთებში დემონსტრანტები რესპუბლიკის მოედანზე იკრიბებიან.

მოედანზე აქცია უნდა დაიწყოს. მომიტინგეებს სიტყვით მიმართავს ოპოზიციონერი დეპუტატი ნიკოლ ფაშინიანი.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, სადგილზე სამართალდამცველების განსაკუთრებული მობილიზება არ აღინიშნება. სპეციალური დანიშნულების რაზმი მხოლოდ ამავე მოედანზე მდებარე მთავრობის სახლთან დგას.

ამასთან, დღეს დილიდან აქციის მონაწილეები რამდენიმე ჯგუფად იყვნენ დაყოფილები და ერევნის ქუჩებში გადაადგილდებოდნენ.

ისინი სხვადასხვა მონაკვეთზე, გარკვეული დროის განმავლობაში გზებს კეტავდნენ და სერჟ სარგსიანის წინააღმდეგ სკანდირებენ.

ადგილობრივმა შს სამინისტრომ უკვე დაადასტურა, რომ ცხრადღიანი პროტესტის შედეგად 200-მდე ადამიანია დაკავებული, თუმცა რამდენი ადამიანი გათავისუფლებული, ამ დროისთვის, უწყებას აღნიშნული ინფორმაცია არ გაუვრცელებია.