სომხეთის პრეზიდენტმა საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრთან ბიძინა ივანიშვილთან კერძო შეხვედრა გამართა [ფოტო]
საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფმა სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა არმენ სარგსიანმა ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრთან ბიძინა ივანიშვილთან კერძო შეხვედრა გამართა, – ინფორმაციას საქართველოში სომხეთის საელჩო ავრცელებს.
არმენ სარგსიანი, რომელიც საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილის აღსანიშნავად ესტუმრა, უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს.
სომხეთის პრეზიდენტი თბილისში 26 მაისს დაგეგმილ საზეიმო ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.