სომხეთის პრეზიდენტი - წარმოიდგინეთ, რომ კავკასია გახდეს მორიგი სირია, საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს, რომ თუ ახლა არ ჩაერევა, კავკასია კიდევ ერთი უზარმაზარი პრობლემა გახდება
სომხეთის პრეზიდენტი - წარმოიდგინეთ, რომ კავკასია გახდეს მორიგი სირია, საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს, რომ თუ ახლა არ ჩაერევა, კავკასია კიდევ ერთი უზარმაზარი პრობლემა გახდება

წარმოიდგინეთ, რომ კავკასია გახდეს მორიგი სირია, საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს, რომ თუ ახლა არ ჩაერევა, კავკასია კიდევ ერთი უზარმაზარი პრობლემა გახდება, – ამის შესახებ სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარგსიანმა ტელეკომპანია „სიენბისი“-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, მთიან ყარაბაღში მცხოვრები მოსახლეობა სომხები არიან, რომელთაც ერთმანეთთან რწმენა და ისტორია აკავშირებთ. ახლა თურქეთი აზერბაიჯანის დახმარებით ცდილობს, კიდევ ერთი გენოციდი განახორციელოს, რაც სომხეთისთვის დაუშვებელია.

სომხეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ძალადობრივი გზით ამ პრობლემის მოგვარება შეუძლებელია და საჭიროა მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნება.