საქართველოს პრეზიდენტი არმენ სარგსიანს ესაუბრა
საქართველოს პრეზიდენტი არმენ სარგსიანს ესაუბრა

საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილსა და სომხეთის პრეზიდენტს არმენ სარგსიანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

სატელეფონო საუბრისას, რომლის ინიციატორი სომხეთის პრეზიდენტი იყო, ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა განიხილეს საქართველო – სომხეთის ურთიერთობები.

საქართველოს პრეზიდენტს არმენ სარგსიანმა ინფორმაცია მიაწოდა სომხეთში არსებული ვითარების შესახებ.

აღინიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტი ყურადღებით ადევნებს თვალს სომხეთში მიმდინარე პროცესებს და საქართველოსათვის უაღრესად მნიშვნელოვანია მეზობელი სახელმწიფოს კეთილდღეობა.

არმენ სარგსიანმა გიორგი მარგველაშვილთან საუბრისას, დაადასტურა საქართველოში ვიზიტი, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობის მიზნით 26 მაისს შედგება.

სომხეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სიამოვნებით ეწვევა საქართველოს და გაიზიარებს ქართველი ხალხის საზეიმო განწყობას.

ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.