ერდოღანი - თურქეთმა ჯამალ ხაშოგის მკვლელობის მასალები საუდის არაბეთს, აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, გერმანიასა და საფრანგეთს გადასცა
თურქეთმა ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობასთან დაკავშირებით არსებული მასალები საუდის არაბეთს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, დიდ ბრიტანეთს, გერმანიასა და საფრანგეთს გადასცა. ამის შესახებ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
საფრანგეთში, პირველი მსოფლიო ომის დასრულების წლისთავთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებაზე დასასწრებად გამგზავრებამდე, თურქეთის პრეზიდენტმა საუდის არაბეთს საქმესთან დაკავშირებით არსებულ კითხვებზე პასუხების გაცემისკენ მოუწოდა.
თურქეთის პირველმა პირმა კვლავ დასვა კითხვები, რა მოუვიდა ხაშოგის და სად არის მისი ცხედარი.
ჯამალ ხაშოგი სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოს 2 ოქტომბერს ესტუმრა. მას შემდეგ Washington Post-ის ჟურნალისტი გაუჩინარდა.
ცოტა ხნის წინ, ოფიციალურმა ერ-რიადმა ჯამალ ხაშოგის მკვლელობა აღიარა.