რეჯეფ თაიფ ერდოღანი - აშკარაა, რომ თურქეთის წვლილის გარეშე ევროკავშირს არ შეუძლია, მტკიცედ შეინარჩუნოს არსებობა
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - აშკარაა, რომ თურქეთის წვლილის გარეშე ევროკავშირს არ შეუძლია, მტკიცედ შეინარჩუნოს არსებობა

აშკარაა, რომ ევროკავშირს არ შეუძლია, მტკიცედ შეინარჩუნოს არსებობა თურქეთის წვლილისა და მხარდაჭერის გარეშე, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, ევროპის დღესთან დაკავშირებით განაცხადა.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირისთვის, რომ გახდეს ძლიერი, გლობალური მოთამაშე, მთავარი დაბრკოლება არის სტრატეგიული მოთმინებისა და ხედვის არქონა.

ერდოღანის განცხადებით, ევროკავშირს გადაწყვეტილების მიმღები მექანიზმების გადახედვა და ახალი ინსტიტუციური სტრუქტურა, ახალი ხედვა სჭირდება. თურქეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირი ბევრი გამოწვევის წინაშეა, როგორიცაა: ლტოლვილების კრიზისი, ისლამოფობია, ქსენოფობია, ფინანსური სიმყიფე და „კოვიდ-19“-ის პანდემია.

„ამ პრობლემების გადაწყვეტა, რომელიც საფრთხეს უქმნის კავშირს და მის მომავალს, დამოკიდებულია სოლიდარობაზე და თანამშრომლობაზე. თურქეთი მზადაა, თავისი წვლილი შეიტანოს ევროკავშირის წინაშე არსებული პრობლემების გადაწყვეტაში. აშკარაა, რომ ევროკავშირს არ შეუძლია, მტკიცედ შეინარჩუნოს არსებობა თურქეთის წვლილისა და მხარდაჭერის გარეშე. თურქეთი, ორმაგი სტანდარტებისა და დაბრკოლებების მიუხედავად, ინარჩუნებს გადამწყვეტ დამოკიდებულებას და ძალისხმევას ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალ გზაზე“, – განაცხადა ერდოღანმა.

დატოვე კომენტარი