რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთი განაგრძობს ძალისხმევას ბენიამინ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ, რომელიც არასდროს ყოფილა ჩვენი მეგობარი
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთი განაგრძობს ძალისხმევას ბენიამინ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ, რომელიც არასდროს ყოფილა ჩვენი მეგობარი

თურქეთი განაგრძობს ძალისხმევას ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ, რომელიც არასდროს ყოფილა ჩვენი მეგობარი, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

ერდოღანის თქმით, თურქეთის მხრიდან პალესტინელი „და-ძმების“ მხარდაჭერა გაგრძელდება როგორც ჰუმანიტარული დახმარების, ასევე სხვა საკითხებში. თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, ისინი, ვინც უგულებელყოფენ უდანაშაულოთა ტირილს ისრაელის დევნის დროს, რეალურად ამზადებენ ნიადაგს საკუთარი კატასტროფებისთვის.

„თუ ჩვენ ჩუმად ვიქნებით პალესტინაში, სირიაში, ლიბიაში, ყარაბაღში განხორციელებულ ზეწოლაზე, ჩვენ ვიცით, რომ ერთ მშვენიერ დღეს ეს მჩაგვრელები შეიძლება, ჩვენს კარს მოადგნენ“, – განაცხადა ერდოღანმა.