მედიის ცნობით, ერდოღანი და ბაიდენი შეხვედრისას კავკასიის რეგიონისა და ყარაბაღის საკითხებსაც განიხილავენ
მედიის ცნობით, ერდოღანი და ბაიდენი შეხვედრისას კავკასიის რეგიონისა და ყარაბაღის საკითხებსაც განიხილავენ

მედიის ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან კავკასიის საკითხის განხილვას გეგმავს. აღნიშნულის შესახებ მედიასთან საუბრისას თურქეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, იბრაჰიმ ქალინმა განაცხადა. მისი თქმით, თურქეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრა 30-31 ოქტომბერს რომში დაგეგმილ „G-20“-ის სამიტის ფარგლებში გაიმართება.

ქალინის განცხადებით, ლიდერები განიხილავენ დღის წესრიგის მთავარ საკითხებს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ენერგეტიკულ და სავაჭრო სფეროებში, ასევე თავდაცვის ინდუსტრიაში, უსაფრთხოების სფეროებში და ტერორიზმთან ბრძოლის მიმართულებით. გარდა ამისა, მისი თქმით, პრეზიდენტებს შორის იგეგმება ავღანეთის, სირიის, ერაყის, კავკასიის რეგიონისა და ყარაბაღის, ასევე ლიბიის, ხმელთაშუა ზღვის და სხვა გლობალური საკითხების განხილვა.

გარდა ამისა, იბრაჰიმ ქალინმა აშშ-ის მიერ თურქეთისთვის „F-35“-ის ტიპის თვითმფრინავების უარის თქმის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ პროგრამიდან თურქეთის ამოგდება უსამართლო იყო და იმედი გამოთქვა, რომ მოლაპარაკებები კვლავ განახლდება.

დატოვე კომენტარი