ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა სირიის საზღვართან ე.წ ისლამური სახელმწიფოს მებრძოლების წინააღმდეგ მასშტაბური სპეცოპერაცია დაიწყო
17 ნოემბერს, ერაყის სამთავრობო კოალიციურმა არმიამ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მიერ კონტროლირებული ბოლო ქალაქი რავა დაიკავა.
ერაყში ტერორისტების უკანასკნელი დასაყრდენის გათავისუფლების შემდეგ, ერაყის არმიაში განაცხადეს, რომ შეიარაღებული ძალები „ისლამურის სახელწმიფოს“ მებრძოლების წინააღმდეგ ოპერაციას მანამდე გააგრძელებენ, ვიდრე ტერორისტებისგან მთელ ქვეყანას არ გაათავისუფლებენ.
საერთაშორისო კოალიციის ინფორმაციით, ტერორისტებმა ერაყსა და სირიაში მათ მიერ კონტროლიებადი ტერიტორიის 95 პროცენტი დაკარგეს.