სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ლტოლვილთა ბანაკში ქურთმა სამხედროებმა „ისლამური სახელმწიფოს“ სავარაუდო მხარდამჭერები დააკავეს
სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ლტოლვილთა ბანაკში ქურთმა სამხედროებმა „ისლამური სახელმწიფოს“ სავარაუდო მხარდამჭერები დააკავეს

სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე ალ-ჰოლის ლტოლვილთა ბანაკში ქურთმა სამხედროებმა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს სავარაუდო მხარდამჭერები დააკავეს. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

აშშ-ისგან მხარდაჭერილი „სირიის დემოკრატიული ძალების“ ინფორმაციით, რეიდის დროს ცხრა ადამიანია დაკავებული, მათ შორის, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს რეკრუტერი, აბუ საად ალ-ერაყი.

მიმდინარე წლის დასაწყისიდან ბანაკის ტერიტორიაზე, სადაც 60 000-მდე ადამიანი ცხოვრობს, რადიკალი ისლამისტების მომხრეებმა 50-მდე ადამიანი მოკლეს. ქურთი მებრძოლების მტკიცებით, რეიდის მიზანი ჯიჰადისტების საქმიანობის აღკვეთა იყო.

გაერო-ს ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბანაკის ტერიტორიაზე რადიკალიზაცია, ფულის შეგროვება, წვრთნა და გარე ოპერაციების წახალისება შეიმჩნევა.