ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების თავდასხმას პოლიციის, სულ მცირე, ცხრა თანამშრომელი ემსხვერპლა
ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების თავდასხმას პოლიციის, სულ მცირე, ცხრა თანამშრომელი ემსხვერპლა

ერაყში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლების თავდასხმას პოლიციის, სულ მცირე, ცხრა თანამშრომელი ემსხვერპლა. „ბიბისის“ ცნობით, პოლიციის ავტოკოლონაზე თავდასხმა ქალაქ კირკუკთან განხორციელდა.

თავდაპირველად, სატვირთო ავტომობილის სიახლოვეს, რომელსაც პოლიციელები გადაჰყავდა, ბომბი აფეთქდა, შემდეგ კი რადიკალი ჯიჰადისტები სამართალდამცველებს ცეცხლსასროლი იარაღით დაესხნენ თავს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

ერაყის პოლიციის ინფორმაციით, მოკლულია ერთი თავდამსხმელი, დაარჩენებს კი სამართალდამცველები ეძებენ. ერაყის ხელისუფლებამ ე.წ. ისლამურ სახელმწიფოზე გამარჯვება 2017 წლის დეკემბერში გამოაცხადა. ვარაუდობენ, რომ რადიკალურ დაჯგუფებას ჯერ კიდევ ჰყავს 6 000-დან 10 000-მდე მებრძოლი სირიასა და ერაყში, რომლებიც ძირითადად პროვინციებში მოქმედებენ და განაგრძობენ თავდასხმებს, ჩასაფრებასა და გზისპირა აფეთქებებს.