ნიგერში რამდენიმე სოფელზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად სულ მცირე 20 ადამიანი მოკლეს
ნიგერში რამდენიმე სოფელზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად სულ მცირე 20 ადამიანი მოკლეს

ნიგერში რამდენიმე სოფელზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად სულ მცირე 20 ადამიანი მოკლეს.

ქვეყნის ტილაბერის რეგიონის მმართველის, ტიჯანი იბრაჰიმ კატიელას განცხადებით, შეიარაღებული პირები სოფლებში მოტოციკლებით შეიჭრნენ და მშვიდობიან მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნეს.

„ბიბისის“ ინფორმაციით, დაჯგუფების წევრებმა, სავარაუდოდ, მაღაზიები გაძარცვეს, პირუტყვი მოიპარეს და სოფლის მცხოვრებლებს ტერიტორიის დატოვება უბრძანეს.

რეგიონში ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან და ალ-ყაიდასთან დაკავშირებული მებრძოლები აქტიურობენ, რაც ადგილობრივი მთავრობების კონტროლს ასუსტებს.