„როიტერი“ - ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ ერაყის ქალაქ სამარაში თბოელექტროსადგური დაბომბა
„როიტერი“ - ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ ერაყის ქალაქ სამარაში თბოელექტროსადგური დაბომბა

ტერორისტულმა ორგანიზაციამ, ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ ერაყის ქალაქ სამარაში თბოელექტროსადგური დაბომბა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ერაყის ელექტროენერგიის სამინისტროს ინფორმაციით, ელექტროსადგურის ტერიტორია „კატიუშას“ ტიპის რაკეტებით დაიბომბა, რამაც საგენერაციო დანადგარები სერიოზულად დააზიანა.

გარდა ამისა, არსებული ინფორმაციით, რომ დივერსიის შედეგად ბაღდადის აღმოსავლეთით მაღალი ძაბვის ხაზების მონაკვეთი განადგურდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.