EPP-ის ლიდერები და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მონაწილე ქვეყნები ინიციატივის მომავალზე დეკლარაციას მიიღებენ
„ევროპის სახალხო პარტიის“ ლიდერები და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივის მონაწილე ქვეყნები მიიღებენ დეკლარაციას. ეს იქნება მეექვსე დეკლარაცია „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივის მომავალზე.
როგორც პირველ არხს EPP-ის წარმომადგენლებმა განუცხადეს, დეკლარაცია ყურადღებას გაამახვილებს შემდეგ საკითხებზე: „ევროპის სახალხო პარტია“ აღიარებს პარტნიორების ევროპულ მისწრაფებას და ევროპულ არჩევანს, EPP-ის ლიდერები აცხადებენ, რომ ევროპული პერსპექტივა რეფორმების მამოძრავებელი ძალაა, პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავება დამოკიდებული იქნება მონაწილე სახელმწიფოების ამბიციის დონეზე და რეფორმებით მიღწეულ პროგრესზე, „ევროპის სახალხო პარტია“ ასოცირებულ წევრებთან თანამშრომლობის გაღრმავება-გაძლიერებას ემხრობა და მხარს უჭერს ახალ მოდელს „EaP+“.
დეკლარაციის ტექსტში ჩაიწერება, რომ ახალი მოდელის გათვალისწინებისა და კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, პარტნიორები შესაძლოა, გაწევრიანდნენ ევროპის საბაჟო კავშირში, ენერგოკავშირში და შენგენის ზონაში.
პარტიისა ინიციატივის მონაწილე ქვეყნების დეკლარაციაში საუბარი იქნება უსაფრთხოების საკითხებზეც.
„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რიგით V სამიტში ბრიუსელში ხვალ გაიხსნება. სამიტზე სიტყვით გამოვა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.