„ენერგო-პრო ჯორჯია“ - გუდაურის საკურორტო ზონაში ძაბვის პარამეტრების ცვლილება არ დაფიქსირებულა
„ენერგო-პრო ჯორჯია“ - გუდაურის საკურორტო ზონაში ძაბვის პარამეტრების ცვლილება არ დაფიქსირებულა

კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯია“ აცხადებს, რომ გუდაურში ძაბვის პარამეტრების ცვალებადობა ან რაიმე სახის სხვა შეფერხება არ ყოფილა.  კომპანიამ განცხადება გაავრცელა.

„ენერგო-პრო ჯორჯია“ ხაზგასმით აცხადებს, რომ გუდაურის საკურორტო ზონაში სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არანაირი ავარიული გათიშვა, ძაბვის პარამეტრების ცვალებადობა ან რაიმე სახის სხვა შეფერხება არ დაფიქსირებულა“, – ნათქვამია განცხადებაში.

გუდაურში დაახლოებით ერთი საათის წინ, საბაგირო მწყობრიდან გამოვიდა, რის შედეგადაც 10-მდე ადამიანი დაშავდა. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.

გავრცელებული ინფორმაციით, საბაგიროს დაზიანების მიზეზი ძაბვის ვარდნა იყო.