„ენდიაი“ - კორონავირუსის დროს მთავრობისგან ფინანსური დახმარების მიმღები პირებიდან 52 პროცენტი ამბობს, რომ დახმარება საკმარისი იყო, 48 პროცენტის აზრით კი, არასაკმარისი
„ენდიაი“ - კორონავირუსის დროს მთავრობისგან ფინანსური დახმარების მიმღები პირებიდან 52 პროცენტი ამბობს, რომ დახმარება საკმარისი იყო, 48 პროცენტის აზრით კი, არასაკმარისი

ენდიაის“ კვლევის თანახმად, კორონავირუსის პანდემიის განმავლობაში ფინანსური დახმარება, ან შემწეობა მთავრობისგან გამოკითხულთა 43 პროცენტმა მიიღო. დახმარების მიმღებთაგან 52 პროცენტი ამბობს, რომ მიღებული დახმარება საკმარისი იყო, 48 პროცენტი ამბობს, რომ დახმარება არასაკმარისი იყო.

გამოკითხულთა 57 პროცენტი ამბობს, რომ მთავრობისგან დახმარება არ მიუღია.

ამასთან, კითხვაზე, თუ კორონავირუსის მიერ გამოწვეულ ეკონომიკურ ზიანზე იფიქრებთ, მთავრობის მხრიდან რა პროგრამები დაეხმარებოდა თქვენს ოჯახს ყველაზე მეტად, 29 პროცენტი უმუშევრობის კომპენსაციას ასახელებს, კომუნალური გადასახადების სუბსიდირება დაეხმარებოდა გამოკითხულთა 26 პროცენტს, დასაქმების პროგრამას ამბობს 24 პროცენტი.

ენდიაიმ“ აღნიშნული კვლევა 6-11 აგვისტოს პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,045 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩაატარა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,3 პროცენტი.