ემანუელ მაკრონი - მიუხედავად აშშ-ის გადაწყვეტილებისა, ირანის ბირთვულ შეთანხმებას მხარს დავუჭერთ
ევროკავშირის სამიტის მონაწილეების გადაწყვეტილებით, ორგანიზაცია ირანთან გაფორმებული ხელშეკრულების ერთგული რჩება. ეს განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმა , ემანუელ მაკრონმა ბულგარეთში, დასავლეთ ბალკანეთის ევროინტეგრაციისადმი მიძღვნილი სამიტის დროს გააკეთა.
„2015 წელს გაფორმებული ბირთვული შეთანხმება, რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ელემენტია და მიუხედავად ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილებისა, ჩვენ მას მხარს დავუჭერთ. პირობა დავდეთ, რომ მივიღებთ პოლიტიკურ ზომებს”,- განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანის ბირთვული შეთანხმებიდან გასვლის შესახებ გადაწყვეტილება 8 მაისს გამოაცხადა.