საქართველოს ნაკრებს ახალი პარტნიორი ჰყავს - „მაკრონი“ „ჯვაროსნებისთვის“ ექსკლუზიურ ფორმებს დაამზადებს #1TVSPORT
საქართველოს ნაკრებს ახალი პარტნიორი ჰყავს - „მაკრონი“ „ჯვაროსნებისთვის“ ექსკლუზიურ ფორმებს დაამზადებს #1TVSPORT

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ახალი პარტნიორი ჰყავს – „ჯვაროსნებს“ ამიერიდან ცნობილი იტალიური კომპანია „მაკრონი“ შემოსავს. ხელშეკრულებას ხელი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და იტალიური კომპანიის მარკეტინგის სამსახურის დირექტორმა რობერტო კაზოლარიმ მოაწერეს.

ხელშეკრულების მიხედვით, „მაკრონი“ საქართველოს ყველა ნაკრებს შემოსავს. ამ გუნდის ფორმით ითამაშებს საქართველოს ფუტსალის ნაკრები ნიდერლანდებში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე, სადაც გუნდი დღეს გამთენიისას გაემგზავრა. კონტრაქტი უჩვეულოდ ხანგრძლივია და 6 წელზეა გათვლილი.

მთავარი მომენტი – ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს ნაკრები ისარგებლებს არა კომპანიის საწყობში არსებული სტანდარტული ფორმებით, არამედ, თავად შეუძლია სასურველი დიზაინის ფორმის შეკვეთა, რასაც სხვა ცნობილი ბრენდები მხოლოდ ელიტარული ნაკრებებისთვის აკეთებდნენ.

მაკრონი“ იტალიური კომპანიაა, რომელიც სპეციალიზებულია სპორტული ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის წარმოებაში. კომპანიის სათაო ოფისი მდებარეობს პატარა ქალაქ კრესპელანოში, ბოლონიის პროვინციის ადმინისტრაციულ ცენტრთან ახლოს.

2012 წლიდან კომპანია არის შემდეგი კლუბების ტექნიკური სპონსორი – „ნაპოლის“, „ლაციოს“, ლისაბონის „სპორტინგის“, „მალიორკას“, „რეალ ბეტისის“, „ბოლონიას“, „სამპდორიას“, „რეალ სოსიედადის“, „არხენტინოს ხუნიორსის“, „სტოკ სიტის“, „მიუნხენი 1860-ის“, ასევე ნაკრებების – ალბანეთის, სამხრეთ აფრიკის…

საფეხბურთო კლუბების გარდა, კომპანია ფორმებს ამზადებს კალათბურთის, ფრენბურთის, ფუტსალის, ხელბურთის, რაგბისა და ბეისბოლის გუნდებისთვის.