დღის ერთ-ერთი მთავარი კადრი – მაკრონი მბაპეს ანუგეშებდა #1TVSPORT

01:23, 19.12.2022
Frankreichs Präsident Emmanuel Macron tröstet Kylian Mbappé. Foto: Robert Michael/dpa

Frankreichs Präsident Emmanuel Macron tröstet Kylian Mbappé. Foto: Robert Michael/dpa

მას შემდეგ, რაც საფრანგეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინასთან წარმოუდგენელი მატჩში დამარცხდა, მოედანზე უჩვეულოდ ემოციური და ადამიანური კადრი გამოჩნდა.

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მთელი მატჩის განმავლობაში თავისი ქვეყნის ეროვნულ გუნდს ემოციურად ქომაგობდა და პიჯაკიც გაიხადა, მატჩის შემდეგ კი ადამიანური საქციელით გამოიჩინა თავი – მოედანზე ჩავიდა და კილიან მბაპეს ანუგეშებდა.

კილიან მბაპემ ყველაფერი გააკეთა, რომ საფრანგეთის ნაკრებს თამაში მოეგო, ფაქტობრივად წაგებული მატჩი ორჯერ შეოატრიალა, ჰეთ-თრიქი შეასრულა და 8 გოლით 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბომბარდირი გახდა.

23 წლის ვარსკვლავი მატჩის შემდეგ განადგურებული იყო და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მის დასამშვიდებლად მივიდა.

მსგავსი