ელიზაბეთ რუდი - კარგი იქნება, რომ შემდგომში მოსამართლეების შერჩევისას პროცესი უფრო დაიხვეწოს
კარგი იქნება, რომ შემდგომში მოსამართლეების შერჩევისას პროცესი უფრო დაიხვეწოს, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა განაცხადა.
ელიზაბეთ რუდი ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნას შეეხება.
„მქონდა შესაძლებლობა, რომ დასკვნის შინაარსს გავცნობოდი. ეუთო/ოდირის დასკვნა ასახავს როგორც პოზიტიურ საკითხებს ამ პროცესში, ასევე ხარვეზებს, რის შესახებაც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ გამოთქვა უკვე თავის მოსაზრება და მივუთითეთ. მე კი გავიმეორებდი, რომ შემდგომში მოსამართლეების შერჩევისას კარგი იქნება, რომ ეს პროცესი უფრო დაიხვეწოს“, – განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.