აშშ-ის საელჩო მოსამართლეთა დანიშვნის საკითხზე სოციალურ ქსელში წერს
საქართველოში აშშ-ის საელჩო მოსამართლეთა შერჩევის საკითხზე სოციალურ ქსელში წერს.
„19 აპრილს „ქართული ოცნება“ და ოპოზიციური პარტიები შეთანხმდნენ, რომ „მიმდინარე დანიშვნები შეჩერდება“ და აიღეს ვალდებულება ყოვლისმომცველი, ინკლუზიური სასამართლო რეფორმების ჩატარებისა და უზენაეს სასამართლოში კანდიდატების წარდგენის შესახებ ახალი კანონმდებლობის თაობაზე“, – წერს საქართველოში აშშ-ის საელჩო „ტვიტერში“.
ამავე პოსტში აშშ-ის საელჩო აქვეყნებს შარლ მიშელის მედიაციით მიღწეული შეთანხმების დოკუმენტის იმ ნაწილს, სადაც მონიშნულია სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებული პუნქტები.
On APR 19 GD & opposition parties agreed ”ongoing appointments shall be paused” and committed to comprehensive & inclusive judicial reform & new legislation on Supreme Court nominations.https://t.co/qm1UyFaRwG pic.twitter.com/BETz5judMG
— U.S. Embassy Tbilisi (@usingeo) June 23, 2021