კახა კუჭავა - არც ხვალ ინიშნებიან მოსამართლეები და არც ზეგ, საკმარისი დროა, ყველა დაინტერესებული მხარე დაჯდეს და ისაუბროს საკითხებზე, რომლებიც შეიძლება, კითხვის ნიშანს აჩენდეს
კახა კუჭავა - არც ხვალ ინიშნებიან მოსამართლეები და არც ზეგ, საკმარისი დროა, ყველა დაინტერესებული მხარე დაჯდეს და ისაუბროს საკითხებზე, რომლებიც შეიძლება, კითხვის ნიშანს აჩენდეს

არც ხვალ ინიშნებიან მოსამართლეები და არც ზეგ, საკმარისი დროა, რათა ყველა დაინტერესებული მხარე დაჯდეს და ისაუბროს იმ საკითხებზე, რომლებიც შეიძლება, კითხვის ნიშანს აჩენდეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

დახლოებით ერთი წლის წინ, აგვისტოს დასაწყისი იყო, საკმაოდ დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა ამას, რომ საქართველოს დაუწესეს სანქციები, რაც აღმოჩნდა აბსოლუტურად ტყუილი. მეტიც, კონგრესმენ ადამ კინზინგერს მოუწია ერთ-ერთ ქართულ არხთან პირდაპირ ეთერში ჩართვაზე იმის თქმა, რომ არასდროს ყოფილა სანქციებზე საუბარი და არც არანაირი სანქცია დაწესებულა, ამიტომ, ის თუ როგორ პოზიციონირებს ერთი მხრივ, ოპოზიცია, სადღაც მოკრეს ყური, თუ უბრალოდ უნდათ, რომ ეს გამოიყენონ, რათა შეასუსტონ მმართველი გუნდის პოზიციები, ერთია. მეორეა, ფაქტი, რომლის წინაშეც ვდგავართ. მე ამ მოლაპარაკებების მონაწილე არ ვიყავი, მაგრამ ვცდილობ, როგორც იურისტი, სამართლებრივად და ლოგიკურად მივყვე გარკვეულ საკითხებს. ის მთავარი საკითხები, რომლებიც მოთხოვნა იყო, დაპაუზებამდე განხილულიყო და მიღებული ყოფილიყო, მიღებულია“, – აღნიშნა კახა კუჭავამ.

მისი თქმით, ფაქტია, რომ, თუ რამე კითხვის ნიშანი რჩება, აუცილებელია სწორი კომუნიკაცია.

„არც ხვალ ინიშნებიან ეს მოსამართლეები და არც ზეგ. საკმარისი დროა, რათა ყველა დაინტერესებული მხარე დაჯდეს და ისაუბროს ზუსტად იმ საკითხებზე, რომლებიც შეიძლება, კითხვის ნიშანს აჩენდეს. არგუმენტებით ვინც უფრო ძლიერი იქნება, შესაბამისად მივყვებით ამ საკითხის საბოლოოდ გადაწყვეტას. ფაქტი ერთია, მოდით, მოსამართლეები გადავდოთ გვერდზე, სხვა პუნქტებიცაა, რომლებიც კითხვის ნიშანს აჩენს, მათ შორის, ამნისტიის კანონზე იგივე იყო. ერთი ასე კითხულობს, მეორე ისე კითხულობს. იგივე პოზიცია იყო საარჩევნო კოდექსზე, მიუხედავად იმისა, რომ მაინც ეთანხმება ყველა. საბოლოო ჯამში, ვიღაცამ არ დაუჭირა მხარი. ეს ალბათ ის ბუნებრივი პროცესია, რომლის ასე გამძაფრებასაც ხელს უწყობს ისიც, რომ არჩევნები კარზეა მომდგარი და მაქსიმალურად მობილიზებულია მთლიანად ოპოზიცია, „ქართულმა ოცნებამ“ 43 პროცენტი არ აიღოს და ამით მიაღწიოს რიგგარეშე არჩევნებს, მიუხედავად იმისა, რომ ამის საფუძველი არ არსებობს“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

დატოვე კომენტარი