ეკვადორის პრეზიდენტი - ჯულიან ასანჟმა ლონდონში მდებარე ეკვადორის საელჩო ჯაშუშობისთვის გამოიყენა
ჯულიან ასანჟმა ლონდონში მდებარე ეკვადორის საელჩო ჯაშუშობისთვის გამოიყენა – ამის შესახებ ეკვადორის პრეზიდენტმა განაცხადა. ლენინ მორენოს თქმით, ჯულიან ასანჟისთვის პოლიტიკური თავშესაფრის ჩამორთმევაზე არც ერთ სახელმწიფოს არ მოუხდენია გავლენა და გადაწყვეტილება თავად ასანჟის მიერ ჩადენილ დარღვევებს უკავშირდება. „გარდიანთან“ ინტერვიუში, ეკვადორის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დესტაბილიზაციის ნებისმიერი მცდელობა ეკვადორისთვის დასაგმობია, რადგან ეკვადორი სუვერენული ქვეყანაა და პატივს სცემს თითოეული ქვეყნის პოლიტიკას.
„ჩვენ ვერ დაუშვებთ, რომ ჩვენმა სახლმა, რომელმაც კარი გააღო, ჯაშუშობის ცენტრი გახდეს“, – განაცხადა ლენინ მორენომ.
გირაოს პირობების დარღვევის გამო, 47 წლის ჯულიან ასანჟს 12 თვიანი პატიმრობა ემუქრება.