ეკატერინე სირაძე-დელონე - საფრანგეთში დაკავებული საქართველოს მოქალაქეებიდან საკონსულოსთვის არც ერთს არ მიუმართავს
ეკატერინე სირაძე-დელონე - საფრანგეთში დაკავებული საქართველოს მოქალაქეებიდან საკონსულოსთვის არც ერთს არ მიუმართავს

საფრანგეთში საქართველოს ელჩის განცხადებით, საფრანგეთში დაკავებული საქართველოს მოქალაქეებიდან არც ერთს არ მიუმართავს საკონსულოსთვის. ამის შესახებ საფრანგეთში საქართველოს ელჩმა ეკატერინე სირაძე-დელონემ პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, საკონსულოში ამ დრომდე არ შემოსულა ინფორმაცია, რომ დაკავებულებს რაიმე სახის დახმარება ესაჭიროებათ

„როგორც წესი, დაკავების დროს პირებს განუმარტავენ, რომ მათ შეუძლიათ, საკუთარი ქვეყნის საკონსულოს დაუკავშირდნენ, თუმცა არცერთ დაკავებულს ჩვენთვის არ მოუმართავს. ამ დრომდე, მათ საიდენტიფიკაციოდ ჩვენთვის არც ფრანგულ მხარეს მოუმართავს. ასევე ნაადრევია საუბარი მათი ექსტრადირების საკითხზე, რადგან ამ დროისთვის იმყოფებიან წინასწარ პატიმრობაში და ჯერჯერობით არ გამართულა სასამართლო პროცესი“, – განაცხადა ეკატერინე სირაძე-დელონემ.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საფრანგეთის რესპუბლიკის ეროვნული პოლიციის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და პარიზის კრიმინალური პოლიციის ფინანსური პოლიციის თანამშრომლობის შედეგად, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის პოლიციის ატაშეს აქტიური ჩართულობით, საფრანგეთში მოქმედი კრიმინალური დაჯგუფების 26 წევრი ქურდობის, ნაქურდალი ნივთების შენახვის, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის და კრიმინალური დაჯგუფების წევრობის ბრალდებით დააკავეს.

საფრანგეთში დაკავებული საქართველოს 26 მოქალაქიდან ხუთი ე.წ. კანონიერი ქურდია.