ეკა ბესელია - გიორგი ონიანის საქმის პოლიტიკურად მონათვლა არ მგონია, ვინმესთვის დამაჯერებელი იყოს
გიორგი ონიანის საქმის პოლიტიკურად მონათვლა, არ მგონია, ვინმესთვის დამაჯერებელი იყოს, გარდა იმ პოლიტიკური ძალისა, რომელიც დღესაც გულშემატკივრობს და ამართლებს იმ ძალადობას, რასაც ადგილი ჰქონდა – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განაცხადა.
„სასამართლომ რადგან ჩათვალა, რომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები იყო საკმარისი და გამამტყუნებელი განაჩენი არის გამოტანილი, ეს ნიშნავს რომ დადასტურდა ის ბრალდებები, რაც ამ ადამიანის მიმართ ისმოდა, როდესაც ის სამართალდამცავ სისტემაში იყო“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
ადვოკატ გიორგი ონიანს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა. გიორგი ონიანი სასამართლო დარბაზში დააკავეს