შალვა პაპუაშვილი - ეკა ბესელიას აქვს არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ფინანსდება უცხოეთიდან, მოვუწოდებ, გაასაჯაროოს უცხოური დაფინანსებები
შალვა პაპუაშვილი - ეკა ბესელიას აქვს არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ფინანსდება უცხოეთიდან, მოვუწოდებ, გაასაჯაროოს უცხოური დაფინანსებები

პირადად ვერ ჩამოვყალიბდი, ეკა ბესელია პოლიტიკოსია თუ ენჯეოსექტორის წარმომადგენელი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს, რომ, შესაძლოა, ეკა ბესელია შეწყალების კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნოს.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ბესელიას აქვს „ენჯეო“, რომელიც ფინანსდება უცხოეთიდან და მოუწოდებს მას, გაასაჯაროოს საკუთარი უცხოური დაფინანსებები.

„ერთადერთი რამისკენ მოვუწოდებდი მედიას, დაინტერესდეს ქალბატონი ბესელიას უცხოური დაფინანსებით. პირადად ვერ ჩამოვყალიბდი, ეკა ბესელია პოლიტიკოსია თუ ენჯეოსექტორის წარმომადგენელი. მას აქვს „ენჯეო“, რომელიც ფინანსდება უცხოეთიდან და ამავე დროს ის არის პოლიტიკოსი. ეს არის აბსოლუტური ინტერესთა კონფლიქტი და შეუთავსებლობა. უპირველეს ყოვლისა, მას მოვუწოდებ, რომ გაასაჯაროოს საკუთარი უცხოური დაფინანსებები და ამის შემდეგ იმსჯელოს საზოგადოებამ. როდესაც პოლიტიკოსი ფინანსდება უცხოეთიდან პირდაპირი წყაროებით, როგორ შეიძლება, მას ჰქონდეს ნდობა ქართული საზოგადოების მხრიდან?“ – განაცხადა პაპუაშვილმა.